წვიმის სიჩუმე


წვიმის სიჩუმეში ფიქრი გამიგრძელა,
წვიმამ წკაპა-წკუპით სული დამისველა,
მერე გამიტაცა ძველმა მოგონებამ,
მე რომ ბავშვობაში გული გამიტეხა.

წვიმის ცელქობაში ფიქრი გამიმკრთალდა, 
ცა კი უეცარი ცეცხლით აკიაფდა, 
მიწას მიენარცხა უცხო მეტეორი,
ყველა ოცნება კი ზეცას მიეხალა.

---------------------------------------------
მაისს დაუსველდა კაბა ვარდისფერი,
ვარდის  სურნელება ქარმა მოიპარა,
მერე უამრავი ფიქრი მომავალზე
ბავშვურ ზმანებას და ხილვას დაემსგავსა....
---------------------------------------------

ფიქრსაც დაეზარა ღამე ჩემთან ფიქრი,
სადღაც გამეპარა, თვალსაც მიეფარა....
წვიმის სიჩუმეში ისევ კვნესის ჩიტი,
ჰოდა მან იპოვა ღამეული ფიქრი.

20.05.2017
ნინო ნაჭყებია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი