ზმანება


ბორკილდადებულ სიცოცხლეს ძილში სიკვდილი ეზმანა,
მეწამურ ფერით შემკული, ხვატში ჯოჯოხეთს ხედავდა,
ცაზე მზის ცეცხლის ხანძარი მიწის სიყვარულს ბედავდა,
ფიქრად დაღვრილი ოცნება ბედნიერებით ელავდა...
მიწა სიყვარულს ბედავდა, ფეხმძიმე მიწა ღელავდა
და მის წიაღში მარცვლები მხოლოდ მეუფეს ებარა.
ბორკილდადებულ სიცოცხლეს სიკვდილი ბევრჯერ ეზმანა,
გენიის ცეცხლით მოსილი მაინც სიყვარულს ბედავდა,
სუნთქვაშეკრული ზვირთები მზის დისკოს ფარად ეფარა,
ზღვა აგრილებდა ჯოჯოხეთს, სამოთხე უფალს ებარა,
ყაყაჩოები მინდორზე კვლვ ძველებურად ელავდა.

08.07.2016 
ნინო ნაჭყებია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი