სული
სული ისე უცნაურად დაქრის, რომ შეშფოთდა წვიმაცა და ხვატიც, სადღაც უხმოდ ჩაიფერფლა დარდი, და დაკარგა ოცნებები წამით. წვიმდა, ფიქრმა გაიგრილა გული, სულსაც შვება მოევლინა წუთით, ათინათი აირეკლა კლდეზე და მზის სხივებს ეამბორა მკერდზე. ცისარტყელამ დაამშვენა ზეცა, წვიმის წვეთში მზე იღიმის თეთრად... ნისლის ქალმა შემომხედა მწყრალად, ზაფხულია ხვატი ახრჩობს ქალაქს... სული ისე უცნაურად დაქრის, რომ გულმაც კი მოიშალა დარდი... ხან წვიმაა, ხანაც მზეა ქარში, ვინ დაკარგა, მე ვიპოვე დარდი?!... ნინო ნაჭყებია 2016.07.02
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი