დღეს " საქართველოს ცხელი გული" შენში ანთია


ეძღვნება ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერდიტეტის  100 წლის იუბილეს. ალბთ უნივერსიტეტელი უნდა გერქვას მსგავსი რამ რომ დაწერო....


უნდა გადავრჩეთ, ასე მოგვდგამს, ჩვენ ხომ ასე გვწამს!
სიკვდილს თვალებში ვუყურებთ და სიცოცხლით ვტკბებით!
უნდა გადავრჩეთ! დღეს დავითის უკვდავ სულს ვუხმობთ
და მის საფლავზე ქართველები ერთად დავდგებით!

გელათი გვიხმობს!  მის წიაღში  ბინადრობს ღმერთი,
იყალთო გველის, ფოლიანტებს იქ ქმნიდნენ ჩვენში
და დღეს როდესაც დავითობას ასი წლის ხდები,
თხოვნით მოგმართავ, გააღვიძე ჩვენში ქართველი!

იქეცი ბურჯად, შეინახე ქართული გენი,
ფესვებს ნუ შეჭრი მოშრიალე ძველ ბებერ მუხას.
ცოდნის ტაძარო, სალოცავო ბევრი ქართველის,
გული გაუთბე  ჩვენს მომავალს, შვილები გელის!

უნდა გადავრჩეთ, ასე მოგვდგამს, ჩვენ ასე ვიცით,
ცოდნის ჯავშანი შემოგვაცვი, მოგვეცი ხმალიც!
შენ, საქართველოს ჯარისკაცის აღმზრდელი გახდი
და ამიტომაც დაგვანახე დავითის გზები!
და ამიტომაც დაგვანახე ილიას გზები!
ექვთიმეს გზები!
                         ივანეს გზები!

სუსხი თებერვალს სულ არ უკვირს, კვლავ ზამთარია
და სუსხიანი, არაერთი ცივი დღე გახსოვს,
არ დაიღალო, არ მოგბეზრდეს ბრძოლა ხვალისთვის,
სიკვდილს თვალებში ვუყუროთ და სიცოცხლე ვლოცოთ!

დგეხარ ამაყად, თავს გაბურავს თეთრი მანტია
და "საქართველოს ცხელი გული“ შენში ანთია!

ნინო ნაჭყებია
06.02.2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი