თბილისს რუსთაველზე სიყვარულით


თბილისს არ უხდება ნაცრისფერი,
ნისლით დაბურული მღვრიე ღამე,
უტყვი აჩრდილები რუსთაველზე
რაღაც სილუეტებს, რომ ხატავენ.
ნაბადშემოსხმული დევებივით
ქუჩას დაუყვება განთიადი,
მერე უცნაურად ჩაიცინებს,
ჭადრებს გაუღიმებს მადლიანი.
ნიკო ფიროსმანის მეეზოვე
ისევ ალიონზე გაიღვიძებს,
ცოცხით ჩამოუვლის მთავარ გამზირს
ნამუსს მოგვწმენდს და ჩაიძინებს.
დილით მზე ჩაყლაპავს მღვრიე ღამეს,
თითქოს გულისცემაც მოიმატებს,
ნაბადშემოსხმული განთიადი
მზის სხივების ქვეშ გაივაკებს.
ქუჩას მიეცემა დიდი გული,
თბილისს გაუღიმებს წრფელი გულით,
ისევ ესტუმრება მარგარიტა,
თბილისს, რუსთაველზე, სიყვარულით.....

14.03.2016
ნინო ნაჭყებია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი