გული გაითბე სხივებით
ცაში ქარს დააქვს სიზმრები, თურმე მობეზრდა ტყუილები. მზესაც სტკენია სხივები, ალბათ სულ ტყუილად ვირჯები. მთვარის ნათქვამი სიტყვები, ჩვენში გამრავლდა ფლიდები! წვიმამ დაბანა წინწკლებით... როცა მიწიდან ფიქრები, ჯიღას გადგამენ იების, ტკივილს ნუ დაელოდები, გული გაითბე სხივებით... თუკი გერევა გრძნობები და ფიქრებს ვერ ელოდები, შეწყვიტე დარდი დროებით, გრძნობავ ,ნუ განმეორდები. 3.04.2016 ნინო ნაჭყებია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი