სველი ქალაქი


უცნობ ქუჩაზე ფიქრს გაუქრა თავშესაფარი,
წვიმის ცრემლებმაც გადარეცხეს ტკივილის კვალი,
დარდით მოსილმა დედამიწამ სიცოცხლე შობა
და მერე მშვიდად ჩაეძინა, ცრემლიც მშორდა.

გაწუწულ ჩიტებს უმასპინძლეს ქვის ქონგურებმა,
ლამპიონებაც შემოიცვეს  წვიმის ლაბადა,
ქუჩაში მდომნი დაობლებულ პატარებს ჰგვანან
არ ნებდებიან,  სულ ელიან,  თავსაც  ებრძვიან,
(ლამპიონები ახლა ალბათ დაღლას ვერ გრძნობენ,)
მათ ცივ სხეულებს სიყვარულზე მხოლოდ სმენიათ.

დგას წვიმისაგან გალუმპული სველი ჭადარიც,
სველი ფიქრებით დატვირთულა ისიც ამ ღამით,
დგას ამაყი და გაწუწული ჩემი ქალაქი,
წვიმას ამშვიდებს თან გულს ათბობს მისი ამბავიც,
უცნობ ქუჩაზე გულმა ჰპოვა თავშესაფარი,
წვიმის წვეტებმაც არ დაინდეს ტკივილის კვალი.

28.03.2016.
ნინო ნაჭყებია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი