ღრუბლები


როცა ღრუბლებმა მოგვიხატეს თეთრად ქულები,
თურმე ქარები ჭორაობდნენ, როგორც ქურდები.
მზემ კი საკინძე გადაიხსნა ფიქრად განიბნა
და მერე მთელი დედამიწა გულში ჩაიკრა.
როცა ღრუბლებმა მოგვიხატეს ბინდ-ბუნდში მთვარე,
ცაში ვარსკვლავებს გამოუჩნდათ ათასი საქმე.
ზღვამ კი ტალღები ააღელვა, ფიქრად აქცია,
ფიქრიდან დარდი გაიტაცა და გააქცია.
როცა ღრუბლებმა დაგვანახეს მფეთქავი გული,
სისხლის წვთებმა უყოყმანოდ დათმეს სხეული,
მერე დარდები შეაგროვეს დიდი ხურჯინით
და ახლა შვების მოლოდინში დგანან დუმილით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი