მოლოდინი
მზეს რომ ალისფერ სხივებს მოჰპარავ, ცას რომ წაართმევ ლაჟვარდს ცისკარის, ძაძით შემოსავ იანვრის მთვარეს, ალბათ სიკვდილი ერქმევა ღამეს?! წუწუნებს სიზმრად წასული დევი, თოვლის ქვეშ გმინავს რაღაცას ელის... დღე დაიკარგა, აღარც ღამეა, სიკვდილს კი ყველა რიდით მოელის! გარეთ დარია უიმედობის, ქარიც ძვირად ქრის, თითქოს დაბერდა, წვიმამ შეიშრო სახეზე ცრემლი და ცის სასთუმალს ამოეფარა! ახლა ღამეა იანვრის ბნელი, ახლა ვარსკვლავებს ცაში არ სძინავთ, ხვალ თებერვალი შემოაბიჯებს და მოგვიყვება სიცოცხლის ამბავს! ნინო ნაჭყებია 31.01.2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი