სხვენი
სხვენზე ნაპოვნი ბებიას სკივრი, ძველი წერილი და რაღაც ფიქრი, ობობის ქსელი და სქელი მტვერი, ვიღაც უცნობის ფოტოს დასცქერის. სადღაც წლებს მიღმა დარჩენილ ამბავს, მოგვითხრობს ძველი ფურცლების დასტა, ობობა ისევ რაღაცას ხლართავს, კედელზე ძველი კიდია შლაპა, ბებიას კაბა თაგვებმა დაღრღნა... ძველი ამბავი წააგავს მართალს, იგი მართლაც, რომ მონაგონს არ გავს, და ამ დავთარში ამოკითხული, რაღაც ოცნება ჩემსას მოაგავს. ვიღაცის ფოტოს მტვერი ჭამს ახლაც, ძვირფასი იყო ეს ფოტო ალბათ, მტვერი ფოტოზე რაღაცას მალავს, ვიღაც იდეებს იპარავს ალბათ, ვიღაც გაყიდის მოპარულ დავთარს, მუშტარი თურმე ყველფერსა ჰყავს თუკი ბაზარში გავყიდით ამბავს. ბებიას სკივრში ვიპოვე ჩანთა და იმ ჩანთაში ფურცლების დასტა, კედელზე ძველი კიდია შლაპა, გრამოფონს ძველი ფირფიტა ახლავს, ფირფიტა რეტროს უკრავდა ალბათ, ფრანცუსკებს მტვერი გაუჯდა მაგრად, მაგრამ ცხოვრება გრძელდება ახლაც, და ალბათ ვიღაც კვლავ ცეკვას სადღაც. ნინო ნაჭყებია 2000წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი