კოლხური ჰანგები
ჰაერს გაევსო გაზაფხულის ტყე სიმფონიით, სამოთხეს ახლა სიმშვიდისთვის კარი შეეღო, ცის მოსასხამი ამშვენებდათ ერთგულ მეგობრებს, (რწმენას, სიყვარულს, მეგობრობას და მიტევებას), ერთად შეესვათ ფიქრიანი ნისლის ფიალაც. სიოს ჩაეცვა „ოუ ნანას“ ტკბილი ჰანგები, ხასხასა ბალახს ათინათი დასთამაშებდა, მზე სიყვარულით უკოცნიდა კოლხეთს მთა-ველებს და მწუხრის პირზე ფერმიხდილი ბრწყინვალე ჯიღით, ყველა მოკვდავის საოცნებო სავანეს ჰგავდა. ირგვლივ სიმშვიდეს ანაფორა მოერგო ტანზე, ღვთის ანგელოზი დედო ზართან სულს იმშვიდებდა, პერგამენტს ფრთხილად, რუდუნებით შლიდა ცივ ქვაზე და ნაცნობ ჰანგებს ცრემლისფერი სევდით იწერდა..... „ასე ჩონგური ქოვთქუათუ“:-- აკვნესდა მიწა, ასე ყოროფა ქოვთქუათუ: _ აღმოხდა მზის კარს, ბინდის ნაბადში გახვეულმა კოლხეთის ზეცამ დიდი სიფრთხილით ჩაიხუტა ეს ტკბილი კვნესა... სიოს სიფრთხილით გამოართვა ძველი ჰანგები და მზეს აჩუქა კოლხი კაცის მწარე დარდები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი