უსათსურო


******* 
ფიქრებს ჩაუცვამს მეწამური წვიმის ლაბადა,
ჭიაკოკონას ჭინკასავით თავს ადგას დარდი,
ცეცხლის ენები ღამის ალებს, ალქაჯებს ართობს, 
აისს ებრძვიან რომ სიკვდილმა ვეღარ დაჯაბნონ.

როკვით გააღებს ცის კამარას სისხლისფერი მზე,
წვიმის წვეთები დაუცხრობენ მეწამურ ალებს
და ეშაფოტზე ბრბოს წინაშე წავრსდგები ღამე,
ბრბო რას მიხვდება მთვარეა თუ მზე ეძებს დარდებს . .
---------------------------------------------
ფიქრებს ჩეროში უძებნიათ იმედი მზეო,
სიტყვებს აზრებით შემოძარცვულთ სიცოცხლე არ სურთ...

ნინო ნაჭყებია
6.07.2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი