ნოვალისის “ცისფერი ყვავილი”
ცისფერ ყვავილში ნოვალისი სახეს დაეძებს, მაგრამ რა იცის, რომ ყველა კითხვას პასუხი უფრო მალე უნდა გაეცეს… და ვერც კი განიცდის, რომ ეს სიცოცხლის დასასრულია. თითქოს მიეღოთ მათ დასტური შენი თანხმობის, დაუსრულებელ სიტყვას ყველა ვერ მიგიხვდება… და აგრძელებენ იმის წერას, რასაც ნატრობდი, მაგრამ ეს უკვე ხომ წარსულია… და მაინც რამდენ აუხდენელ სურვილს აერთებს ცისფერ ყვავილში შენიშნული სახის მშვენება. მარადისობით გარდაცვლილი სული გაართე და მერე ალბათ უსასრულოდ მოგეჩვენება ეს მიწიერი და ამაო ყოფა სრულიად. ცისფერ ყვავილში ნოვალისი სახეს დაეძებს. (ნინო პაპინაშვილი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი