შენს ქუჩაზე მოდის წვიმა
შენს ქუჩაზე მოდის წვიმა, მოაქვს ბრტყელი კენჭები, უშენობა ხვდებათ წინ და რომ წვიმს, ნუ დაეჭვდები. უშენობა მოდის ღვარად წვეთის წვეთთან შერევით, აღარა ხარ აწ და მარად, არც არასდროს შევხვდებით. საიდუმლოს ამ დელგმაში შენი ქუჩა ინახავს და ბუნების ამდენ ხმაში დამავიწყდა, ვინა ხარ… შენი ფიქრი, შენი სევდა, შენი წვიმა მესტუმრა, შენ კი გული გაგინელდა, რაღაც ისე მაცდურად - მარტოობას თუ ტირიხარ ანდა რისი თქმა გსურდა? დასდგომიხარ მწირის გზას და აქ თუ წვიმა დასრულდა, შენს ქუჩაზე მოდის ისევ, მოაქვს თეთრი ლოდები… გადაუმსხვრევს ღამეს წვივებს ჩემი მზის მოლოდინი! შენს ქუჩაზე მოდის წვიმა, ღია ფანჯრებს გისველებს. შორმა გზებმა მოგიწია - მშვიდობით განისვენე! (ნინო პაპინაშვილი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი