გ ა მ ო ს ა ლ მ ე ბ ა


გამოსალმება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვა ნ ა ხ ვ ა მ დ ი ს.
რადგან სათქმელი არ ჩამეტია შენი თვალების ჰორიზონტამდე,
ჰო, ამიტომაც, სწორედ, ა ღ ა რ  ღ ი რ ს.

მე მახსოვს… სუნთქვა ჭირდა უშენოდ,
იყო დღეები ც ა შ ი  ა ფ რ ე ნ ი თ,
და კიდევ უფრო რომ დავუმშვენო შენს ოთახს ღამით ჩემზე ფიქრები,
სწორედ ამიტომ ჩუმად  გ ა ვ ქ რ ე ბ ი.

ხანდახან ზეცა სულ სხვას გპირდება, ვიდრე შენ, თავად, განაგებ ბ ე დ ს  დ ა
შენს ნაბიჯებში ჩემს ტკივილებად ბუნდოვან ხსოვნას ვემშვიდობები
და რჩება სევდა,რომ მეც მ ო მ ბ ე ზ რ დ ა.

გამოსალმება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვა   ნ ა ხ ვ ა მ დ ი ს !

(ნინო პაპინაშვილი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი