* * *
რატომ მსაყვედურობს ყვავილობა ისევ ჩვენს შეწყვეტილ მიმოწერებს? ანდა რად მჭირდება მოგონება, თუკი ძველებურად ვიოცნებებ… ერთად შეგიყვარეთ გაზაფხულზე - შენ და ეს ყვითელი მიმოზები, მათი ტოტებიდან მზეს ვიპარავ, შენი სხივებით კი ვიმოსები. (ნინო პაპინაშვილი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი