მირაჟი


ღმერთს ჩემი სიტყვების მოსმენაც არ სურდა,
დაღლილი ლოცვები გარშემო ინთქმოდა.
იყო და არც იყო… და მაინც სიცოცხლედ
მარტო ის სნეული ოცნება ითქმოდა.

დრო ვერ ქმნის სიშორეს, არადა, მანძილი
დიდია… დღეებიც ეპოქად გასულა!
არ ვიცი, რა ხდება, არ ვიცი, რას ვშვრები,
არ ვიცი, რა მრჩება, რას ველი მას უკან.

არყოფნას ემსგავსა ეს გზები, რომლებზეც
ლანდები შენს სახეს ამაოდ ჩრდილავდა.
იწვიან სანთლები, დავტოვე ტაძარი,
ხსოვნა კი თან მომაქვს ანთებულ ჩირაღდნად.

(ნინო პაპინაშვილი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი