* * *


არის სიყვარული - გკლავს და არ გაცოცხლებს,
არ ველი არაფერს, ისედაც სავსე ვარ.
ეს ჩემი ოთახი თვითონ პარნასია,
მუზების სამეფო - თვით ჩემი არსება.
 
არ ველი არაფერს, თუმც ეს სულ სხვა არის,
თუმც ეს სულ სხვა არის, ვიდრე ის, რაც მსურდა
და სულთა ომებში დადებულ ზავისთვის
მშვიდობის მტრედივით გავიღე მეც ხურდა.

კარგად ვარ, ამასაც უბრალოდ არ ვიმჩნევ,
აზრად მიგეჩვიე ხორცშესხმულ ფანტომად,
ხდება სიყვარულიც - გკლავს და არ გაცოცხლებს,
ის უნდა წავიდეს და ისევ მარტო ვარ!

არ ველი არაფერს, ისედაც სავსე ვარ,
სამეფო ტახტზე მაქვს ჩემივე მანტია,
მე ვხედავ იერიშს ზავის დასარღვევად
მშვიდობის დამწველი ცეცხლი რომ ანთია.

დღეს, როგორც არასდროს, მჭირდება გაძლება,
მოველი სიყვარულს მითიურ პარნასში,
დაგტოვე, რადგანაც ვერასდროს შეთანხმდნენ
ეს ჩემი მანტია და შენი მარმაში!

რაც უფრო დიდია ტკივილთან შეხება,
მინდება, ვიცოცხლო, მერევა სიშმაგე,
და, თუმცა ვკვდები და ვეცემი მრავალჯერ,
არასდროს იცვლება ადგომის სიჩქარე!

არ ველი არაფერს, ისედაც სავსე ვარ!
მსურს სულაც აღმოხდეს სულს სიღრმით გიჟი მე
და ჯერ არნახულის ხორცშესხმა ისე, რომ 
ჰგავდეს იმ სასწაულს, მე რომ დავიჟინე.

(ნინო პაპინაშვილი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი