სიცარიელე
აღარ მოთოვა! - ეს ალბათ ნიშნავს სიცარიელეს გარეთ და შიგნით. სულ აღარ ველი გამოზამთრებას, ჩვენ შორის სათნო მსტოვარს და შიკრიკს. ერთი დღეც მოვა, თან რომ მოიტნას ჩვენი თვალების აბსტრაქტულ მირქმას, იმ სახეს, ჩემთა ფიქრთა მოისარს, რისი თქმაც სურდა, შეძლებს, რომ მითხრას. მაშინ გონება გულს დაულოცავს დათმობის გზებით ალავერდობას, მშრალი ლოგიკა ოცნების გვერდით ვერასდროს დაწერს თავის მეტობას. დაბნეულ ცაზე მზეც გაიყინა და თვალებს გვიბამს ოქროსფერ შირმით, რომ არც მოთოვა, ეს უკვე ნიშნავს სიცარიელეს გარეთ და შიგნით. (ნინო პაპინაშვილი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი