უდაბნო


აგურის სამრეკლო
ლამაზი ხედებით
და სულის სიმშვილის
წკრიალა ზარები,
ნისლები მთებს ზევით
საზარი სიცივე
ცრემლებში ნაჟონი
სულს შენაკარები,
დღეობა - ფერხულის
მდელოთა ვერხვულის
ნაშორი უდაბნო
სვლა შესაზარელი
უხილავ დიდების
განღმრთობილ გულების
კიბეა ზეცისკენ
სამოთხის კარები.

(ნინო პაპინაშვილი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი