* * *


უცხო ნაკვალევს გაჰყვა ნიავი,
ვით ვინმე მთვრალი,
ხეებს წაართვა სულის სიმშვიდე,
ფოთლების შალი.
და, როცა უკან გამოტრიალდა,
ვერ პოვა კვალი.
მას შემდეგ ყველგან დაიძურწება
დაუღალავი.
დადის იქ, სადაც არც ვის უვლია, 
ეს სუსტი ქარი…
და
დარჩა გზები, თვალცრემლიანს,
გაუკვალავი.

(ნინო პაპინაშვილი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი