ჩვენთან არს ღმერთი!


მე მირჩევნია მოვკვდე იმავ წამს 
როცა ვიხილო ძაძით მოსილი, 
უფალო ღმერთო, ნუღარ გვენახოს 
ქართველის სისხლით ქუჩა მოსვრილი.

წყეულიმც იყოს ის სასტიკი დღე 
როს დაგვიჩეხავს თეთრი გედები,
სიმღერისათვის გამოასალმეს 
ამ წუთისოფელს ქართლის დედები.

როს დაუნდობლად ჩეხავდნენ ქართველთ 
გულს არ უკლავდათ კვნესა სიონის,
როცა უცოდველ შვილების ხვედრით 
მწარედ სტიროდა კავკასიონი.
სიყვარულიპოეზიასამშობლოსევდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი