ვუყურებ საყდარს
ვუყურებ საყდარს მთაზე რომ დგას დადუმებული, რამდენი იცის და რამდენის მომსწრეა იგი. ან ვინ ააგო, ვინ შეუყვა მიუვალ ბილიკს , ტანზე ბეგთარით და ხელებში ქვითა და კირით? ვინ დაუტოვა ჩვენს სამშობლოს ეს სახსოვარი, წარუშლელად და დაუვიწყარ წმინდა - ხატებად, ვინ აღაშენა ტანწერწეტა სვეტიცხოველი - ან ვინ შეასხა ფრთა და ეშხი მათ ქადაგებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი