ენა ხარ ქართული


ოჰ, შე დალოცვილო,
რა კარგი ენა ხარ, 
რა ტკბილად ღუღუნებ
 ნამდვილი ზენა ხარ!
ნამდვილი ღმერთი ხარ! 
შენ ერთადერთი ხარ!
 მრავალ ენათაგან 
ერთ–ერთი ძველი ხარ!
რა ძნელზე ძნელი ხარ!..
 მზესავით მწველი ხარ!
და ბრძენზე ბრძენი ხარ!
 შენ შოთას ენა ხარ!
დავითის ენა ხარ! 
თამარის ენა ხარ! 
რაცა ხარ,შენა ხარ!
ილიას ენა ხარ!
 აკაკის ენა ხარ!
ძველისძველ აივნის
ჩუქურთმად ხლართული.
შენ ხალხის ენა ხარ, 
 შენ ჩვენი ენა ხარ,
შენ ერთი ენა ხარ, 
 ენა ხარ ქართული! 
ანიდან-ჰაემდე, 
მძივად აკინძული, 
 ტაძრის სარკმელივით 
ჩუქურთმა ხლართული..
შენ ხალხის ენა ხარ!
ქართველთა ლხენა ხარ!
შენ ღმერთის ენა ხარ!!  
ენა ხარ ქართული!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი