***


ციდან წყლის სვეტებად ეშვება წვეთები, 
თითქოს ცრემლიაო ზეცის, 
მიწას ეღვენთება ვით სანთლის  ღვენთები, 
და სიკვდილ–სიცოცხლეს ებრძვის.

თითქოს მინის კედელს
ჩვენს წინ რომ დადგმულა 
სტრიქონებს ახატავს ლექსის, 
მე მისი სიმღერაც, ჩუმი ამოკვნესაც
და ეს სტრიქონებიც მესმის.

მესმის როგორ ქუხან მთის მდინარენი, 
ვით ფოთოლთ ბრიალი ლერწმის 
და როგორ შეერწყმის ერთურთს ნაზ
ბგერებად
- სიმღერა შაშვის და მერცხლის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი