მაშინა სთქვი, მხოლოდ მაშინ


დაგინახავს გარიჟრაჟზე 
საქართველოს ბუნება,
გიფიქრია, ამ დროს ასე 
რად გამოიყურება?

გისმენია მთები ნისლებს,
როგორ ეჩურჩულება 
ან ტოროლა ცაში ღრუბლებს  
რაზე ეღუღუნება?!

ან რას მღერის ნაკადული,
 გაზაფხულის გუნება...
ან რად შვენის სვანეთის მთებს 
დროთ უწყვეტი ბრუნება?!

რათ შევცქერთ ამ ბუნებას, 
როგორც არწივს მართვენი
ჰოდა, როცა გაიგონებ
ამ ყველაფერს ჩახვდები, 
მაშინა სთქვი, მხოლოდ მაშინ 
რომ შენა ხარ ქართველი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი