აფხაზეთი


უკვე გაპარულა მთვარე, 
უკვე უყივლიათ მამლებს,
ისევ სიჩუმეა გარეთ
ძილი არ მიჰკვრია თვალებს.

სევდის ბურუსის ირგვლივ, 
და გულმოკლულ დედის ცრემლი, 
თვალზე მეფარება ლიბრი 
მოაქვთ ხუთი კუბო ცხედრით.

რეკენ სამრეკლოში ზარებს 
გულზე მწუხრის ლოდი მაწევს,
რაღა გაამთელებს ბზარებს, 
ცრემლი შეშრობია ღაწვებს.
 
ალბათ მალე მოთოვს მთებზე,
გულშიც ალბათ თოვლი მოვა, 
დგანან წინაპართა ძვლებზე 
პირსისხლიან მგლების ხროვა.

უკვე უყივლიათ მამლებს
მაგრამ სიბნელეა ჯერაც,
ამ მწუხარ ღამის დამლევს 
ისევ მხოლოდ ღმერთის მჯერა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი