ნაწვიმარ სიზმარს
სევდამ სიჩუმეს ხელი ჰკრა ხრამთან ყვირილის ექო აყრუებს ხევებს. დილის ნამები სისხლად გადმომდის გაოცებული დავყურებ ხელებს. საღაც მინდორში,გარდაცვლილ ხესთან, აცეკვებს ზეცა აპრილის ქარებს, ისევ ბუნდოვნად ვხედავ და მესმის ჩემკენ მომავალ მომღერალ ქალებს. რა უცნაური ხედია ყველგან, სხეულს მოედო სიმშვიდის ფერი, ჰოროზონტს მიღმა კვდებოდა ვიღაც და უნებლიედ დავადე ხელი. ხელი დავადე და გამეღვიძა, ნაწვიმარ სიზმარს ცრემლი ერია, სულ არ მადარდებს თუ კი მოვედი სიზმარი კიდევ,კიდევ ბევრია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი