ვიტო
ტალახიან გზას მძიმე ნაბიჯით მიუყვებოდა მოხუცი.ზურგზე ტვირთი ჰქონდა თუმცა მის ცხოვრებაზე მძიმე ნამდვილად არ იყო.ჩვენ,ადამიანებს გვავიწყდება, რომ ერთხელ ვცოცხლობთ და მერე არავინ იცის რა იქნება. ყველაზე მძიმე მაინც მოგონებებია.კარგიც და ცუდიც თანაბრად მტკიმვნეულია,როცა იცი რომ დრო არასდროს დაბრუნდება,როცა იცი რომ ვერდაეწევი,როგორც მატარებელს ვერ შეაჩერებს შენი უიმედო ყვირილი. წლების წინ სწორედ ამ გზაზე მოდიოდა ახალგაზრდა ბიჭი. ძალიან მდიდარი იყო და მოდიოდა სამუშაოდ.მიწის მუშებს ეძებდნენ. სხვა სოფლიდან გადმოხვეწილი იყო.ბინდდებოდა ერთ სახლს რომ მიადგა და დააკაკუნა იქედან შუახნის ჭაღარა კაცმა გამოჰხედა.ბიჭმა ზრდილობიანად დაუკრა თავი და სამუშაო სთხოვა თუმცა უარით გამოისტუმრეს.ახლა სხვა სახლთან მივიდა და ასე გაგრძელდა,სანამ არ იპოვა ისეთი,ვისაც სჭირდებოდა მუშა.სახლის პატრონი კარგა შეძლებული, ბევრი მიწის მფლობელი იყო. -თქვენი სახელი ახალგაზრდავ? -ვიტო დამიძახეთ. -ეს სახელი არ გვსმენია.უცნაურია. -მახსოვს პატარა რომ ვიყავი მშობლები ვიტორულს,ვიტოს მეძახდნენ ეს სახელი რუმინულ ენაზე მომავალს ნიშნავს. -გასაგებია.რამე გაგაჩნიათ?ტანსაცმელი,მცირე ქონება ან რაიმე? -დიახ ქონება მაქვს,ძალიან დიდი,ძალიან მდიდარი ვარ, როგორც ვიცი მშობლებისგან მაგრამ ახლა სამსახური მჭირდება სანამ ქონებას არ ვიპოვი... მეორე დილით ვიტო ცივმა წყლის ჭავლმა გააღვიძა უფრო სწორად ბატონის ბიჭი ადგა თავზე და ამ ხერხით უთხრა რომ მუშაობა უნდა დაეწყო.მინდორი ძალიან დიდი იყო და სხვადასხვა სამუშაოს შესრულება მოუწევდა.შუადღის სიცხეში,საშინელ წვიმაში,ნებისმიერ ამინდში უნდა ემუშავათ რადგან ბატონი და მისი ცოლი ხარბები იყვნენ,რაც მეტი ჰქონდათ მით მეტი უნდოდათ ვიტოც იმიტომ აიყვანეს, რომ ქონება ახსენა.სიცხისგან დაღლილი და შეწუხებული მუშები თავაუღებლად შრომობდნენ.აქვე იყო ბატონიც და ათასს კითხვას უსვამდა თავმოხრილ ვიტოს ქონებაზე,რომელმაც მართლა არ იცოდა სად იყო ის. კარგა შებინდებული იყო, როცა სახლში დაბრუნდნენ ვიტო თავის პატარა,ბნელ და მტვერიან ოთახში,კიბის ქვეშ იძინებდა,სადაც თავისი ტომარა ჰქონდა,მასში ბევრ რამეს ინახავდა.უყვარდა ხატვა და ჰქონდა ნახატები,ნაწერები,უცნაური ნივთები რასაც ქმნიდა.უყვარდა ეს ყველაფერი და თან დაჰქონდა,როგორც სიყვარული,მეგობრობა,წარსული და საკუთარი თავი.ფიქრებში გართულს ფეხის ხმა მოესმა პატარა სარკმლიდან გაიხედა და დაინახა ელა.ბატონის გოგონა.ელამაც შეამჩნია ვიღაც რომ უყურებდა და ახლოს მივიდა.ვიტო გაშეშდა სირცხვილის გრძნობამ ელვასავით დაჰკრა და თავი დაახრევინა. -ვიტო არა? ჩვენი ახალი მუშა ხარ. მამამ მიამბო. გირჩევნია აქედან წახვიდე ან ქონება მისცე მამას. მან ამიტომ დაგტოვა. ვიტოს არაფერი უთქვამს.ისედაც გრძნობდა ამას.ელა კი მისთვის იმ დღიდან განსაკუთრებული გახდა... მზე უკვე ფეხის წვერებზე იდგა,როცა ელას ძმა ისევ თავზე დაადგა ვიტოს და მძიმე ნაბიჯით გაუდგნენ გზას თვალუწვდენელი მიწისკენ, სამუშაოდ.შემოდგომის მზისფერი ნაწნავები გაეშალა და მხიარულად ამოაბიჯებდა ვიტოს საოცნებო ელა.მამა მოიკითხა მუშებს გადახედა და ვიტოს მიუახლოვდა.ჯიბეში დიდი წითელი ვაუშლი ჩაუდო და სახლისკენ გასწია.ვიტოს როცა ძალიან მოშივდა ვაშლი მაშინ შეჭამა თუმცა კი ძალიან ენანებოდა.მთელი დღე მხოლოდ ერთხელ აჭმევდნენ და ამასაც აყვედრიდა ბატონი. კვირა დასვენების დღე იყო მხოლოდ მცირე სახლის საქმეები ევალებოდათ.კვირა დილას ცხენის ხმამ გააღვიძა ვიტო გარეთ გამოიხედა და ვაჭარი იყოს მოსული მისგან ყიდულობდა მთელი სოფელი ათასს წვრილმანს. ვიტომ უფროსს დაუძახა თვითონ კი წყლის მოტანას შეუდგა.შემდეგ მდინარეზე წავიდა საბანაოდ. წყლიდან რომ ამოვიდა ელა დაინახა მომავალი. თავი დაუკრა და გააფრთხილა რომ წვიმას აპირებდა და ჯობდა გაბრუნებულიყო მაგრამ ელამ უარით გაისტუმრა და როცა პირველად გაიკლაკნა ცაზე ელვა ვიტომ ჩაიღიმა და ნაბიჯს შეუნელა.მალე ელას ნაბიჯის ხმა მოესმა,ელა დაეწია ვიტო კი ნიშნისმოგებით იღიმოდა.ღრუბელმა ცრემლები გადმოყარა თუმცა ახლა უკვე აღარ მიიჩქაროდა არც ერთი.ერთი დიდი მუხის ქვეშ შეაფარეს თავი, სადაც ვიტო პირველად ჩაეხუტა აკანკალებულ ელას და მისი სუნი მთელი სიცოცხლის მანძილზე ახსოვდა.მოსაღამოვდა წვიმის წვეთები ბალახის კალთებზე ინაბებოდნენ.ელა კი ვიტოს სიჩუმეს უსმენდა.სახლში გვიან დაბრუნდნენ.მთელი ღამე ვიტო ელაზე ფიქრობდა მის ფიქრებში ელას სუნი სიყვარულს ეცეკვებოდა.მისი ნაწნავები კი ვიტოს ყელს შემოხვეოდნენ.მდუმარება ესმოდა ორივეს. იმ დღის შემდეგ ხშირად ხვდებოდნენ. ვიტოს ელასთვის მოპარული ხილი მიჰქონდა,რომელიც ყველაზე გემრიელი ეჩვენებოდა მას.ხშირად საუბრობდნენ.ვიტო საკუთარი ხელით აჭმევდა ელას და თავი მის კალთაზე ედო. ეს მისი სამოთხე იყო.ერთხელ ვაჭარი წამოეწიათ გზაში და ვიტო მიხვდა რომ საქმე კარგად არ წაუვიდოდათ ამიტომ გადაწყვიტა უკან მომავალს დახვედროდა და დუმილი ეთხოვა. ეტლში გაბმული ცხენი ჭიხვინით შეჩერდა იქედან ვაჭარი გადმოვიდა ვიტოს პირისპირ დადგა.გზის პირას ძელსკამზე ჩამოსხდნენ და ვიტომ ახსნა დაიწყო.ვაჭარმა გააჩერა და უთხრა: - ჩემთვის ყველაფერი გასაგებია.დიდი ხანია ვიცნობ ბატონს.ხარბია ფრთხილად იყავი.ადამიანმა უნდა მოუფრთხილდეს იმას, რაც კარგია მასში და გაზარდოს თორემ ცხოვრება ისე დააკარგვინებს ყველაფერს თითქოს არც უპოვია. -მშობლებმა მითხრეს რომ ქონება მქონდა,მდიდადი ვიყავი.ბატონს ეს უნდა მე კი ელა იქნებ... -არვიცი.მაშინ ისე მოიქეცი როგორც გული გიკარნახებს.ვაჭარი გზას გაუდგა ვიტო კი სახლისკენ მიდიოდა და ფიქრობდა რომ უნდა ეპოვა ქონება და ყველაფერს იხსენებდა რაც უთხრეს მშობლებმა.მთვარე მზეს გადაეფარა და ღამემ დღის სინათლე შთანთქა.მთვარის შუქზე ვიტო ხატავდა,როცა ელა მიეპარა და გაოცებული უყურებდა, იღიმოდა და სიყვარულის სუნითა ათრობდა ღამის მხატვარს.ასე გრძელდებოდა დიდხანს და ვიტოს უკვე ბევრი შედევრი ჰქონდა.ბატონი კი დღითი დღე აგრესიული ხდებოდა მის მიმართ და ერთ დღესაც უთხრა რომ ცუდად მუშაობდა და უნდა წასულიყო სხვა მხრივ კი ხარბად მოიხსენია ვიტო, რადგან ქონებას მალავდა და გააგდო.არ იცოდა რა ექნა გზას გაუდგა. უშედეგოდ ეძებდა.ელას მონატრება კი დღითი დღე კლავდა.გავიდა თვეეები და ვაჭარი დაინახა გზად გააჩერა და ყველაფერი უამბო ვაჭარმა კი ეკლესიაში ადგილი უნახა სადაც ცოტა ხანს შეძლებდა მუშაობას.უიმედობაში ჩაძირულ ვიტოს ელას სახე არ ასვენებდა სიზმარში.მისი ბავშვური სახე და ღიმილი მისი თმა. ერთ დღეს ეკლესიაში ნიშნობა იყო.ეზოს ალაგებდა ვიტო როცა სიძე პატარძალი შემოვიდა.ვიტომ პატარძლის სახე იცნო,ელა იყო მისი ხელი სხვის ხელში იყო მოქცეული.თვალებში უბნელდებოდა ფეხზე ვეღარ იდგა ტკივილმა ფესვები გაიდგა მთელს სხეულში ვიტო ძირს დაეცა როცა გონს მოიყვანეს ერთ ოთახში იწვება იცოდა რომ ყველაფერი დამთავრდა. ტკივილი სისხლით გულამდე აღწევდა. ორი დღე იწვა... მზე უხალისოდ ამოგორდა სევდიან ცაზე, რომელიც ტირილისთვის ემზადებოდა.ვიტო ფეხშიშველი გაუდგა გზას.მზე ფერს კარგავდა ღრუბელი გადაუდგა წინ.ცა მოიღუშა.ვიტოს ცრემლები და წვიმის წვეთები ერთმანეთს ერეოდა.დიდი ხის ქვეშ მივიდა.იქ სადაც ელას პირველად ჩაეხუტა.ჯიბიდან საგულდაგულოდ დაკეცილი თოკი ამოიღო ჩამოკიდა და როცა თავი გაუყარა მხარზე მძიმე ხელი იგრძნო. -არგინდა ვიტო.ქონება იპოვე.იბრძოლე.გაიხსენე შენი სახელი მომავალს ნიშნავს.იბრძოლე ელასთვის. დასასრული არ აქვს სიყვარულს.ვაჭარი ეგონა მოიხედა და არავინ იყო.ყველაზე მძიმე არშეუმდგარი სიკვდილია რომელიც დარდად გაწევს.ვიტოც უშედეგო ძებნას შეუდგა და ბრძოლას,მომავალს.საღამო ჟამს სევდიანი მდინარის პირას ხატავდა როცა ვაჭარმა გამოაიარა, ვიტოსკენ მოდიოდა ცხენი დაუფრთხა და მდინარეში ჩავარდა ვიტო თავით გადაეშვა და ამოიყვანა.სველი ვაჭარი და უიმედო ვიტო დიდხანს საუბრობდნენ.ვაჭარმა მას მადლობა გადაუხადა ბოლოს და წასვლა რომ დააპირა ნახატი დაინახა ძალიან მოეწონა და სთხოვა ვიტომაც გაატანა. ეკლესიაში დილაუთენია ცუდი ამბავი მოვიდა.ვიტომ გაიგო ბატონის სახლი დამწვარა და შიგნით ვერავინ გადარჩაო.ქუდმოგლეჯილი და ცრემლიანი ფეხით მირბოდა სახლთან ისევ იყო ხალხი. გაირკვა რომ მხოლოდ გოგო გადარჩა, რადგან ის მეუღლის სახლში იყო .ვიტო ცრემლიანი მაგრამ მადლიერი წამოვიდა ეკლესიაში მუხლებზე დადგა და ლოცულობდა. ტიროდა და ლოცულობდა როცა ისევ ის ხელი იგრძნო მხარზე ამჯერად ვაჭარი იყო.ვიტოს გვერდით დაიჩოქა და ჩურჩულით უთხრა: ----ვიტო იპოვე უკვე.იპოვე გვიან, მაგრამ იპოვე.სიმდიდრე იპოვე.შენი სიკეთე,შენი სიყვარული,შენი ნახატები,შენი სული შენი სიმდიდრეა.მშობლებმა უდიდესი, რამ დაგიტოვეს... -ტიროდა ვიტო,ტიროდა ცა,ტიროდა ვაჭარი,ტიროდა ელას პატარა ვაჟი... ვიტომ იპოვა საკუთარი სიმდიდრე,რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია და ამ ცხოვრებაში ღარიბი ისაა ვინც მხოლოდ მატერიალურ ქონებას ფლობს.ხშირად ხატავდა, მთელი თავისი ახალგაზრდობა.ხშირად დადიოდა იმ ხესთან იმედით, იმედით გესმით? იმედი არ მომკვდარა.ვაჭარსაც ხშირად ნახულობდა. ის ნამდვილი მეგობარი გახდა.ხოლო მფარველად ღმერთი ჰყავდა, სადაც ხშირად მუშაობდა და ცხოვრობდა.ახალგაზრდა ბიჭებსა და გოგონებს ხატების წინაშე საკუთარი თავის პოვნას და სიყვარულს ასწავლიდა. -ვიტო? მეც ვიტო მქვია რა უცნაური სახელია არა? მეც დედამ დამარქვა.უთხრა ერთხელ ბიჭმა ვიტოს.ალბათ ყელზე დიდი ხალი რომ მაქვს უცნაურია და ამიტომ დამარქვა ეს უცნაური სახელიც.ჰყვებოდა ბიჭი და იცინოდა.უფროს ვიტოსაც გაეღიმა თავზე აკოცა და თმაზე შეხებისას ელას სუნი გაახსენდა. არ დავიწყებია. -ზამთარის დასაწყისი იყო ეკლესიაში ქალი და ბიჭი მოვიდა. ვიტომ ბიჭი ხალით იცნო.შორიდან უყურებდა დედა შვილის ლოცვას.კარებში გამოსვლისას ვიტომ ელას ძველი სახე იცნო.გაშეშდა სისხლი გაეყინა ელამაც იცნო და თვალებში მონატრების ცრემლები ჩაუდგა უკან მოუხედავად გაიქცა ვიტო კი უკვე ხანში შესული, ჭაღარა შეპარებული, გაბრუებული მიდიოდა თავისი ოთახისკენ.ღამე ტკივილები არ ასვენებდა წლების შემდეგაც ენატრებოდა.ასე ვეღარ გაუძლებდა.თვეები გადიოდა მაგრამ უფრო უჭირდა.ერთ დღესაც ვაჭარს დაემშვიდობა თავისი გუდა ზურგზე მოიკიდა და გზას გაუდგა. წვიმდა უკან ნაბიჯების ხმა გაიგონა ელა მოსდევდა. -ვიტოოო წამიყვანეეეეეე.ჩემს შვილს ,,ქონება" დავუტოვე წამიყვანეე.ელა მორბოდა. სიყვარულს მოსდევდა.ის დღე თვლწინ ედგა როცა პირველად გამოჰყვა ვიტოს წვიმაში უკან. ვიტომაც ადრინდელივით ნაბიჯს უკლო. ელოდა ელას და სიყვარულს, რომელსაც თან გაიყოლებდა იმ სოფლიდან სადაც მან სიმდიდრე იპოვა. ტალახიან გზას მძიმე ნაბიჯით მიუყვებოდა მოხუცი.ზურგზე ტვირთი ჰქონდა თუმცა მის ცხოვრებაზე მძიმე ნამდვილად არიყო.ჩვენ ადამიანებს გვავიწყდება რომ ერთხელ ვცოცხლობთ და მერე არავინ იცის რა იქნება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი