უკვე ცვლილებების დროა რა ხანია ..
უკვე ცვლილებების დროა რა ხანია, თორემ ჩამობნელდა სულში... ისე უღიმღამოდ მოიგაზაფხულა ისე დაყვავილდა ნუში... დაილაჟვარდფერა, ყელი მოიღერა, ბოლოს შემომცინა გუშინ... მერე დაიფერფლა ისე უიმედოდ ისე ჩაიძირა მწუხრში, თითქოს არც ყოფილა ცელქი და კისკისა, მზერა არ ქონია მრუში... ...ისე გაიპარა, ისე მიიძინა, არც შემხმიანებია ნუში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი