ხევში ნათქვამი ლექსი ვარ
ხევში ნათქვამი ლექსი ვარ. მთავ მოდი შემეკამათე. ნისლში ჩავწექი....შენი ვარ. კლდის ქიმზე მოლაპარაკე. ცაო ფიქრები შეჰკარი. გაღმა...მაჩუქე ფერია... გერგეტის მთისა მწვერვალი გრძნობებად შემომერია. დარიალს ვუხმე ვაჟკაცსა გულზე იარებს ვხედავდი. თერგზე ჯირითით გადმოვალ, ლაღი ოცნების მხედარი. შეგებებები .... გაკოცებ... ლოყას ნიავქარს მივანდობ. შაირით ჩამოგიქროლებ გრძნობებზე ისე გიამბობ. მოხევის ფარზე ვემთხვევი. ლექსით ცა უნდა შეგიმკო. ნაცვარევს ნისლში გახვეულს გესიყვარულო...გესიტყვო... ხევში ნათქვამი ლექსი ვარ... მთავ მოდი შემეკამათე. ნისლში ჩავწექი...შენი ვარ. კლდის ქიმზე მოლაპარაკე. ნინო წებელდელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი