წვიმა
წვიმდა, ნამდვილი წვეთების ნამდვილი სისველე იდგა, ანამდვილებდა შემოდგომას ნამდვილი ქარი და სევდაც უფრო ნამდვილი მჭირდა, მცივა... ნამდვილი სიცივით მცივა და კიდევ უფრო სინამდვილით ტკივილობს ღამე, უფრო ნამდვილად, – მე თითქოს ახლაც, მხრებით ვატარებ შენს დაღლილ მკლავებს....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი