სიჩუმე ყოველთვის სიმშვიდეს არ ნიშნავს


"....სიჩუმე ყოველთვის სიმშვიდეს არ ნიშნავს"...
არ მიყვარს სევდა, მაგრამ მაიძულეს:–
მეთქვა,
ლექსად დამეწერა,
კაბად გადამეცვა,
მზერად შემრჩენოდა,
გულზე შემჩვეოდა...
ღილად შემწყვეტოდა თვალიდან სისველე,
პასუხი, რომ მეგო, ბავშვმა, რომ ვიცელქე,–
სილა, რომ მოვზილე,
ნამცხვარს, რომ ვაცხობდი,
და ბებოს, სკამიდან, სიმღერით ვართობდი..
არ მიყვარს დუმილი,–სიმშვიდეს არ ნიშნავს,
ფოთლები ჭადრებსაც სიცილით დასცვივდა,
ვერავინ გაიგო, გული რომ დამზიმდა,
"სიჩუმე ყოველთვის სიმშვიდეს არ ნიშნავს"...
27/02/16

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი