იცი რატომ ?
იცი რატომ? იმიტომ, რომ ეს სიცოცხლე ღირდა, დედაჩემი ჩემს საწოლთან ანგელოზად იჯდა, იცი რატომ? იმიტომ, რომ დაიღალა გული,– ამ დაღლილი გულისათვის მიყვარდი და მძულდი, იცი, რატომ იმიტომ, რომ დედამიწა ბრუნავს, თავდახრილი ლამპიონით მიუყვება ქუჩას, იმიტომ, რომ ყველაფერი არ მომწონს და მიყვარს, და რაც მომწონს ყველაფერი, ხშირად სულ არ მიყვარს... იცი რატომ? იმიტომ, რომ ჩემს სახლს ზეცა ხურავს, და ბევრი წლის მამაჩემი დღესაც ჩემით სუნთქავს!.. 02.16.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი