მე და შენ
შენ ახლა დგეხარ და მეუბნევი, რომ ყველაფერი გაივლის მორჩა, რომ ზამთრებს თეთრი სევდა უხდება და გაზაფხულიც უთუოდ მოვა, რომ ფოთოლცვენა შუქია ხეთა, – რომ მზეებია ყვითელ ფოთლებში და სიმშვიდეა შემოდგომების, ქარის მოგროვილ დამჭკნარ გროვებში... რომ დავიბადეთ სხვადასხვა წელში, სხვადასხვა დროს და მონაცვლეობით, და მაინც, ერთად დავტოვებთ ყველას, ოდნავ შეშლილი მოწამეობით... 26/01/16
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი