* * *
შენ გენატრება მზისგან ლოყებდაბრაწული ჩვენი ბავშვობა?– მე უკვე აღარ.... დეკემბრის ქარი მალე გააცლის სხივებს მზეებს და მხრებზე დაგვაყრის მის ნაკუწებს, შეგრილებულებს და გრძნობა გაცლილს... შენ შეიცვალე?– ეგ აღარ ვიცი, მაგრამ მე ალბათ გულცივი გავხდი. სიცივეს მაჩვევს იანვარი დეკემბრის გავლით, რომ დავიბადო კიდევ ერთხელ ტირილის ძალით, შიმშილის გრძნობით, სიცოცხლის განცდით, მერე კვლავ შეგხვდე და უბრალოდ გარდავიცვალო ლაღ ბავშვობიდან ქალობაში გადავინაცვლო, მუხლზე ნატკენი ახლა მხოლოდ თეთრი ხაზია, შენ, რომ გაკვირვებს და სიცელქეს აბრალებ ჩემსას, ხომ გამიარა?!– მაგრამ მახსოვს ყოველი ხაზი, ისევე, როგორც ბავშვობიდან გადასვლა ქალში... 20/11/15
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი