რომ დავიბადე...
ნუ, დე ნუ ტირი, ახლა არა, ახლა ხეების სველ ტოტებზე კვდება ზამთარი, ვიცი, რომ გტკივა საათები ჩემს გაჩენამდე მე კი ეგ ვაი, მაგ ტკივილით გამონათქვამი, და იწყებს დაკვრას ლოლოებზე მზის მკრთალი შუქი, ასე თამამი რატომ არის იანვრის ღამე? არავის უკვირს უნებართვოდ მომდგარი თოვლი და ნაცრისფერი ასე მეტი მოთეთრო ცაზე... შენ ალბათ მღერი, ან ღიღინებ დე, თუ მომესმა? მაშ რატომ დათბა უცაბედად ჩემს გულში ასე? მგონი შენს მკერდთან მოვიტანე პატარა პირი მამა კი ალბათ მეფერება არ შემშრალ თავზე... დე, შენ ლოცულობ? თუ მამაა ეს ასე ჩუმი, აღელვებული ხმით, რომ ამბობს "ამინ"– ს და "გმადლობ"– ს ?!... სახურავს სახლის ეკიდება ყინულის მძივი და ჩვენს ფანჯარას გაბედული ფიფქებით ათოვს... 10/10/15
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი