დედამიწიან ზურგზე დაგდივარ ღმერთო


დედამიწიან ზურგზე დაგდივარ ღმერთო,
ფეხით ვადგავარ გადამტვერებულ ადამს,
ყოველ დღე ვცდილობ ღიმილით შევხვდე გამვლელს,
თუმცა მიზეზი ხშირად ამისი არც მაქვს,
მრცხვენია, მაგრამ მაინც უნდა ვქთვა ერთი:
ზოგჯერ მგონია, რომ მიმატოვე სადღაც,
სადღაც იქ, სადაც ყალბად მიწვდიან ხელებს,
ხელებს უკან, რომ ჩემს მიმართ ცინიზმს მალავს,
სადაც სხვას ეტრფის ახლა ის ვისაც ვწამდი
და მიმატოვა, თითქოს არასდროს ვყავდი,
თითქოს არ არის არა ზეცა არამზიანი?!
მაინც მაწუხებს ფიქრი მაცდური არაღვთიანი:
ზოგჯერ არ ვიცი შენში ვინ მიყვარს უფრო
ღმერთი თუ ადამიანი...
მე ხომ ვცდილობ, რომ ჩემს მერე სხვებსაც ვეყო,
გადამინახე!–
ჩემნაირ მტვრიან ზურგზე გადგავარ ღმერთო...
04/10/15

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი