ქარი


ქარი სიჩუმეს კი არ არღვევს, უბრალოდ ავსებს
და დასასრული ახლა უფრო სანატრელია,
ტოტებს ფოთლები განა სცვივა უბრალოდ ტოვებს
და გაზაფხულზე უფრო მეტი დაბრუნდებიან,
მხოლოდ ეს გემო, უხმო ცრემლის, უფრო მწარეა
და გულიც, განა სადამდე გაძლებს?!
არაფერია.....
ნელ-ნელა წვეთად ჩამოწყდება ყველა ნაღველი,
შეწყვეტს ფეთქვას და.......
ქარი სიჩუმეს კი არ არღვევს, უბრალოდ ავსებს
და დასასრული ახლა უფრო სანატრელია..........

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი