მინდა
მინდა გადავსახლდეთ მთაში და ჩვენს სახლს ხევსურეთი ერქვას, დილა თენდებოდეს ნამით და სქლადნაქსოვი წინდა მეცვას, ბუხარს შემოვუსხდეთ ღამით და ლექსად გამოვლიოთ მთვარე, შენ მეფერებოდე ფრთხილად და ცეცხლით წამოლეწილ ღაწვზე ცრემლად დამდიოდეს ღიმილის, შენი ნახვით სავსე წამი, მხრებზე მომახვიო შილიფად საზღვრებს გაცდენილი მარტი, ყოველ გაზაფხულზე გელოდე და მთების ნაჟურ წყალზე, ჩონგურ მიმღეროდე მთიულად, ლოყა ჩამოგადო მხარზე, მერე ჩამოთოვონ ატმებმა, და მკლავზე ჟრჟოლად აშლილ ბუსუს ისევ შეადარო ჩვენს ქოხში ფანჯრიდან შემოჭრილ ბურუსს, მინდა გადავსახლდეთ მე და შენ, მარტო შევერიოთ წვიმას, სახლად გავიხადოთ სიჩუმე, უფრო შეგეჩვიო მინდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი