ინანებ


ინანებ, რომ არ მაჩვენე სახლი, სადაც მე და შენ დავდგამდით აკვნებს
და მერე ღამით, გაზაფხულობით, შევერეოდით ვარდისფერ ატმებს,
ინანებ, რომ არ მაჩვენე მიწა, სადაც მე და შენ ჩავყრიდით ქვევრებს
და მამა–პაპის დანატოვარზე ახლა ცალკ–ცალკე დავეძებთ ნარჩენს,
ინანებ, რომ არ მაჩვენე ეზო და ცისარტყელა ცისკრის ფერებში,
ინანებ, რომ არ შემომახვიე, ასე დაღლილი, შენი ხელები....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი