განა ბევრი მსურდა


განა ბევრი მსურდა შენგან,
სულ უბრალო– ნიგვზის მძივი,
არც ზურმუხტი,
სხვა სიმდიდრე– გვირილების სამაჯური,
მწვანე მინდვრის განაპირას–
ყვავილების საღამური,
ყვითელგულა კესანები,
მთის რუების სალამური,
თითებისთვის ბეჭდად ია,–
ხის ფესვებში ჩამალული,
მამის ხელით ნაფერები,
დედის ცრემლით დანამული.
არ მინდოდა მარგალიტი–
დედოფლების მძიმე ხიბლით,
განა ბევრი მსურდა შენგან,
სულ უბრალო– ნიგვზის მძივი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი