* * *
ჩაფიქრებულხარ, დამშვიდებულხარ და თითქოს თმაში სითეთრეს გამჩნევ, როგორ ძალიან მომნატრებიხარ, ღამისგან ხელის თითებით გარჩევ. ქუჩის ორკესტრი უკრავს ტოტებზე, ხეებქვეშ ფოთლებს ჭუჭყივით გვიან, მინდა, რომ ვუთხრა, ნუ დაგვით ფოთლებს, იქნებ ზამთარი მოვიდეს გვიან. როგორ ძალიან მომნატრებიხარ, შენზე ფიქრებით მოვრთე საღამო, შემოგეხვიე, შემოგერიე, რომ ოქტომბერი შენით გავათბო....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი