********


ოდესმე წიგნს დავწერ მახინჯ ქმრებზე ერთგულება რომ იციან, ისეთ მახინჯ ქმრებზეც დავწერ ლამაზ ცოლებს, რომ ღალატობენ, ლამაზ ქმრებზეც დავწერ შვილების მოვლისგან გადაღლილი ცოლები რომ აღარ უყვართ, დავწერ შეუგნებელ მოაზროვნეებზე, აზრიან "გაუნათლებლებზე", რომლებსაც დრო არ ეყოთ სწავლისთვის იმ სამსახურის გამო, რომლისგან მიღებული ანაზღაურებითაც საჭმელს ყიდულობდნენ, დავწერ წიგნგადაშლილ შტერებზე, უდიპლომო გენიოსებზე, სოფელში დაბადებულ-გაზრდილ ინტელიგენტებზე, "ქალაქელ" მუქთახორებზე, დავწერ შენზე, როგორც კლოუნზე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება გაითამაშა
და ბოლოს, დავწერ ადამიანებზე, ნამდვილ ადამიანებზე ერთმანეთის ცხოვრების გალამაზება რომ სცადეს...
- ადამიანურ, გრძნობების ადამიანებზე დავწერ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი