მფარველი ანგელოზი
ისევ ჩუმადაა ჩემს მხარზე ანგელოზი, დუმს... ფრთებჩამოყრილი, ჩემს კისერზე თავმოდებული, ასე როგორ დავაუძლურე მართლა არ ვიცი, მე არ მიგრძვნია, თითქოს ასეთი რთული გზაც არ გამივლია, მაშ როგორ მოხდა რომ ასე გადავღალე, შენი წასვლის მერე დაიწყო გაყუჩება, ასე დასჩემდა, მალე იღლება და მთელი სიმძიმით მაწვება მხრებზე, სხვა დროს მე ჩემს თავს თითქოს სხვა ვიყო ისე ვუყურებ, თითქოს მე არ მეხებიან, მე არ ვკიდებ ხელს, თითქოს სხვა იყინება სიცივეში, სხვას სცხელა, სხვას უყვარს და მე უბრალოდ ვიცი, როგორც მისმა კარგმა მეგობარმა ყველაფერი რასაც გრძნობს, ვიცი მაგრამ ვერ განვიცდი, ასეა შენს მერე, თითქოს მე მე არ ვიყო, მაგრამ ანგელოზის სიმძიმეს აშკარად ვგრძნობ, ზოგჯერ მგონია რომ ჩემს მხარზე ეს ანგელოზი ჩემი მოუსვენრობით დაღლილი დედაჩემია, ბევრჯერ ხელში რომ ამიყვანა, ბევრჯერ მუხლებზე რომ ავაცოცდი და მის კალთაში მოვიკალათე, ხან კი მამაჩემის თვალები მგონია, ყოველთვის უხმოდ რომ აკვირდება ჩემს ქმედებებს, მერე კი ისე, რომ ჩემს თქმას არ ელოდება მოდის და მეხუტება, ასე ძალას გადმოგცემო მეუბნევა, შენი დარდი კი მე მიმაქვსო, ალბათ ამიტომ ბევრი ვერაფერი გავიგე იმ რთული გზის რომელიც გავიარეთ....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი