უცნაური გაზაფხული


რა უცნაური გაზაფხულია, ფიფქებს მაყრის მარტი, იქნებ ხვალიდან მაინც გაიაპრილოს...
ადრინდელივით გულიც ვერ ამიჩქარა, ან ჩემი გული გაზარმაცდა, არ ვიცი... ან იქნებ დაიღალა, რაღა დროს მისი აჩქარებაა, გაიზარდა და დადინჯდა ))))
ნეტავ მართლა თუ იზრდება გული?! ))
თუ ასეა, რა საჭიროა? დიდ გულს ტკივილიც დიდი სცოდნია, სიხარულიც მეტი სჭირდება ბედნიერებისთვის, მეტი წვრილმანი სიკეთე და არა რაიმე განსაკუთრებული, ან უბრალოდ ჩემი გული ზედმეტად გვიან და უცბად გაიზარდა, გვიან აღმოაჩინა თავისი სიდიდე, ნელ–ნელა უნდა გაზრდილიყო ალბათ, რომ შეგუებოდა თავის ზომას და უფრო მეტი სიმშვიდით დაეტია და გაენაწილებინა ამდენი წყენა...)))

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი