შენზე..


წუხელ ვფიქრობდი შენზე, შენზე და კიდევ გვირილებზე, შუამთის გვირილებზე, მერე ჩამეძინა....
გამთენიისას გამეღვიძა და ისევ ვფიქრობდი... მერე რატომღაც შემეშინდა სიკვდილის, განა პირველად შემეშინდა, მაგრამ დღეს ძილი აღარ მინდოდა, მერე ისიც ვიფიქრე შენზე მთავარია კარგად იყოსმეთქი, კარგად უნდა იყო გესმის?! კარგად!...
მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნებით,
ვისთან ერთად,
ჩვენს ფანჯრებში ერთიდაიგივე ამინდი იქნება თუ სხვადასხვა,
ჩვენ უნდა ვიაროთ,
ვისუნთქოთ,
ვაკეთოთ,
იქნებ ოდესმე ერთი ოთახის, ერთი ფანჯრიდან გამოვიხედოთ....
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი