ნატვრა


მინდა, რომ მე და შენ ოდესმე ამ მოხუცი ცოლ–ქმარივით ხელჩაკიდებულები მივდიოდეთ ამ ბაღის ბილიკებზე და ვიხსენებდეთ ყველაფერს რაც ერთად გავიარეთ... სოფელს, ბავშვები ორი კვირით, რომ წავიყვანეთ და ერთი თვე დავრჩით, ზამთარს, დიდი თოვლის პაპა, რომ გავაკეთეთ ჩვენი სახლის წინ, პატარა ეზოში, ნათურებით, რომ მოვრთეთ ის, ფანჯრები საიდანაც მატი პატარა სახეები იყურებოდნენ და მათზე მეტად ჩვენ გვიხაროდა ახალი წელი...
გავიხსენებთ, როგორ მასწავლე მეოცნება და მე, როგორ გასწავლე ამ სურვილების ფურცელზე წერა შობის ღამეს...
შევალთ ტაძარში სადაც ჯვარი დავიწერეთ, მინდა, რომ ამ დროს ჩემი თმა სულ თეთრი იყოს, შენ ალბათ მაგ დროისთვის საერთოდ აღარ გექნება თმები ))))
მერე კი, ვიმღერებთ პარკში სკამზე ჩამომსხდრები, სრულიად უმუსიკოდ და საკმაოდ ურითმოდ, იმიტომ, რომ მე და შენ არც, ისე კარგად ვმღერით ))) მიწაზე ჯოხით დავხატავთ მხოლოდ ყვავილებს და მზეს, იმიტომ, რომ არც ხატვა ვიცით და ვიცეკვბთ ისე, როგორც სჩვევიათ მოხუცებს, სასაცილოდ და საყვარლად–დარცხვენის ღიმილით...)))
და ბოლოს, ვიტყვით, რომ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგვივიდა არის სიყვარული, იმიტომ, რომ ერთად ვართ ამ ბაღის ბილიკებზე და ვმღერით სრულიად უმუსიკოდ ისევ ერთმანეთზე შეყვარებულები... ))))

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი