ნეტავ


როგორ მინდა ისევ ბავშვივით მჯეროდეს, რომ თუ ჩემი ხელისგულიდან ჭიამაია მაღლა აფრინდება, ხვალ კარგი ამინდი იქნება, ყოველ ახალწელს სასწაულს ველოდე, სულ მარტივს - თოვლის პაპის სასწაული რომ ქვია, ისევ მიდებდეს დედა ბალიშის ქვეშ ტკბილელულს და მე, ნამძინარევს, გაღვიძებისთანავე ხელი ბალიშთან მიმქონდეს მის არმოსაჩენად და ზღაპრის დასაჯერებლად, რომ საჩუქარი თოვლის პაპამ მომიტანა... ისევ მიხაროდეს ზაფხული -საწუწაოდ, ჩემი სოფლის მდინარიდან, ისევ ვბრუნდებოდე სახლში ფეხშიშველი, იმის გამო, რომ ერთი ცალი ჩუსტი წამართვა ლიახვმა, მეორე კი თვითონ მივეცი ოდნავ გულდაწყვეტილმა და ასე მიითვისოს წელსაც ჩემი სამოსი, როგორც ჩემს ბავშვობაში იტაცებდა ყოველზაფხულს, ნეტავ კიდევ შემეძლოს ამაზე დარდი.... ნეტავ ისევ მხოლოდ იმაზე მწყდებოდეს გული, რომ წელს არ მოთოვა...
და კიდევ, მინდა, რომ მენატრებოდეს, როგორც ბავშვობაში-დარდის გარეშე, ასე მარტივად....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
თამარ ხუროშვილიინგლისურის პედაგოგი4 წლის წინ

რა კარგიააა 😍😍😍

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი