სუიციდს მიღმა გაზაფხულია


გიფიქრიათ თვითმკვლელობაზე?!.  ყველას უფიქრია! ზოგი ათასობით ღამე ფიქრობს; იქამდეც ღრმად დაუძლურებულს რომ წაართმევს ღმერთი სიცოცხლეს, და არსებობენ ჩემნაირებიც, პირველივე გაფიქრებაზე რომ გაიჭრებიან ფანჯარაში... ამის გამო საავადმყოფოში დეპრესია და ფსიქიკური არამდგრადობა მომისადაგეს, მას მერე ჩემი და საღამო ხანებში ჩაეციკლება საათსა და რუტინულად მოარბენინებს აბს ჭიქა წყლით... და მერე მე დეპრესიაში კი აღარ ვარ, არამედ ბედნიერებით ვასხივებ ეტლიდან, მთლიანად პარალიზებული სხეულიდან, დეფორმირებული სახიდან, დაბლაგვებული ენისგან... 
ჩემს იარლიყზე აწერია „თვითმკვლელი“!
   ის, 7 წლის იყო  როცა უბანში გადმოვიდა, ჩვენი ერთსადა იმავე სართულის სხადასხვა კორპუსის აივნები ერთმანეთს უყურებდა. პირველად მანდ დავინახე, 10 წლის ვიყავი და ერათადერთი გრძნობა რაც მისი დანახვისას გამიჩნდა შიმშილი იყო. ის, ნამეტანი წყნარი იყო, ისეთი, რომ მიზეზიც არ მქონდა თმები მომექაჩა, რაც მთელი ბავშვობა ნატვრად მექცა... ერთ ზაფხულს, უკვე წლების მერე, დასასვენებლად წასული ის ძალიან, ბოლომდე გათავისებულად მომენატრა, მას მერე ვიცოდი, რომ ის ჩემი ადამიანი იყო. 
 მე ყველაფრი დავუთმე მას ჩემში, ყველა წუთი მოგონების, აწმყოსი თუ მომავლის მისი იყო. ჩემს თითოულ ნაშრომს ჩვენი სახელი ერქვა.  ბედნიერი იყო, იშვიათად ჭირვეულობდა. ერთ დღეს კი უბრალოდ გამომიცხადა რომ დრო სჭირდებოდა. რატო არ მიკითხავს, დავუთმე, რადგან ძალიან, ძალიან მარტო ვიგრძენი თავი. იმ დღიდან რაღაც შეიცვალა ჩემში და დღითი დღე ვგრძნობდი ამ ცვლილების სიმძიმეს, თუმც მე ვიყავი არა ფსიქოლოგიურად პრობლემიანი არამედ მხოლოდ იმედგაცრუებით სევდიანი. ველოდი ამ დროის გასვლას იქამდე, სანამ არ გავიგე მისი გათხოვება... და მე გავიფიქრე, რომ ამ აივანს ფიზიკურადაც უნდა მოვეკალი...
   სანამ თვალს ავახელდი, პირველი გული ვიგრძენი, სადღაც გარბოდა, გარბოდა ისე როგორც მე აივნისკენ. ვიგრძენი ყელში, რაღაც  მილივით, და უამრავი ხმა რომელიც ერთმანეთს ანაცვლებდა. თუ ოდესმე წარმოვიდგენ ხოლმე ჯოჯოხეთს ეს ხმები ხელუხლებლად გადამაქვს... ყოველი გამოღვიძება ერთი და იგივე კოშმარი იყო... 
 მე, რომელიც უნდა მოვმკვდარიყავი, ვიწექი მინებით შემოფარგლულ ოთახში, სადაც სულ დღე იყო, თუ არ ჩავთვლით ერთ საათიან შვებას როცა იმ ნათურას აქრობდნენ ჩემი სახის ზემოთ რომ იყო და ძალაუნებურად პირდაპირ ვუყურებდი ორი არა, უკვე ერთი თვალით. ფეხები მაღლა მქონდა, სულ შეხვეული, თითქოს რაღაცაც მეკიდა ქუსლებზე. პირში ნამდვილად მილი მედგა და საშინლად მტკიოდა ყველაფერი. ჩემი გული, მუდმივად გარბოდა იქ სადაც არც მკლავდნენ და არც აკავებდნენ. სხვადასხვა სახის ქალი პერიოდულად შემოდიოდა ჩემს გალიაში ,თითქმის არც მამჩნევდა,  აწევდა ჩემს უსიცოცხლო სხეულს ან მის ნაწილს, მერე დააგდებდა და ისევ აღმოჩნდებოდა მინის მიღმა... ყოველ დღე მოდიოდა ჩემი და, თავს დამტიროდა, ხან ათას კითხვას უსვამდა   მათ, ვინც ჩემს სხეულს უსულოდ ექცეოდა. მოჰქონდა მისი პატარების ნახატები ძიასთვის და კედელზე, ისე რომ დამენახა, აკრავდა. იქ ჯერ კიდევ ვიდექი, ორი თვალიც მქონდა... 
ცხვირში ჩადგმული მილით მაჭმევდნენ...
პამპერსებს მიცვლიდნენ...
წვერს მპარსავდნენ...
პირის ღრუს მისუფთავებდნენ...
ჩემს ფილტვებში ჩადიოდნენ...
მავარჯიშებდნენ...
წამლებს მიკეთებდნენ... 
ზრუნავდნენ ჩემზე, მაგრამ  არასდროს მელაპარაკებოდნენ, როგორც ადამიანს, ხანდახან დამტუქსავდნენ პატარა ბავშვივით, მე ხომ მათ ვტკიოდი?!. 
მხოლოდ ერთი გოგო, მათგან რაღაცით სხვა, მოვიდოდა, მოაჩოჩებდა სკამს ჩემს წინ და საუბრობდა ათას რამეზე... პირველად საწოლზე ჩამომიჯდა, შემომხედა, ვფიქრობდი აი ახლა მკითხავს რატომ ჩაიდინეო და გამიხარდა  მილი პირში. მისი კითხვა, ვნანობდი თუ არა იმდენად მძიმე და ხარისხიანი იყო ტირილი მომინდა. მხრები ავჩეჩე. ჩემი აზრით ამაზე საერთოდ აღარ უნდა იფიქრო არასდროსო... ბევრი მესაუბრა, თმებიც გადამისწორა გვერდზე... მას მერე , სხვები შემოდიოდნენ, მე ვგრძნობდი როგორ მოველოდი მას. როცა შემოვიდა  მომიყვა როგორი ამინდია გარეთ და როგორ გააბრაზა კოლეგამდამ. ის დღე არ გასულა ჩემი გალიიდან. საღამო ხანს სინათლე ნაადრევად ჩააქრო, შემდეგ მომიჯდა და ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მე ან მხრებს ავჩეჩავდი, ან თვალებს ვახამხამებდი აქეთ-იქით. ჩემი ხელი ეჭირა ხელში და ვგრძნობდი ის ერთადერთი იყო ვინც მეხმარებოდა, სხვები უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდნენ . მინიდან დანახული სახეები იცინოდნენ და ურჩევდნენ, ხელის მოკიდებას მორიდებოდა, რომ მე ისიც არ შემყვარებოდა...მერე, ყოველთვის როცა შემოვიდოდა ჩუმდებოდა თითქოს ყველა აპარატი, მე მთლიანად მის მეგობრულ საუბარს ვუერთდებოდი.  მიყვებოდა იმედგაცრუებებზე, სიხარულებზე და ხანდახანაც წამოისლუკუნებდა, როცა თავს უბედურად გრძნობდა... როცა წამომიყვანეს ის არ იყო, და პირველად მინდოდა იქ ერთი ან ორი დღით გაჩერება...
პირველი თვეები სახლი სავსე იყო ახლობლებით, კარს იქიოთ ყველა ტიროდა, კარს აქეთ კი ან მსაყვედურობდნენ ტკბილად ან არაუშავ შეფასებებით იწურებოდნენ. მე კი მკლავდა სურვილი გამეგო იმის რეაქცია ჩემს გადახტომაზე...
მე, არ მაქვს ცალი თვალი, სახის ძვლები მთლიანად აწყობის გამო  დეფორმულია, დაბალ ტონალობაში ვჩლიფინებ, მიჭაჭვული ვარ ჩემს ინვალიდის ეტლს, მაჭმევენ დაბლენდერებულ საკვებს, მიცვლიან, მბანენ. ჩემ დას, რომ ჰკითხოთ, ის მაინც ბედნიერია რომ მიყურებს, მაგრამ სახეზე დაღლა აქვს გადაკრული და ხშირადაც ტირის როცა აივანზე ვარ...
და როცა აივანზე ვარ, ვხედავ მის აივანსაც, ხშირად მასაც, მის  შვილსაც, რომელიც საოცრად ჰგავს, ვიცი რომ გაშორდა ქმარს და ძალიან უნდა ბინის გაყიდვა რადგან ჩემი უდიდებულეს საცოდაობას ვეღარ უძლებს  ყოველს აივანზე გამოსვლისას, რადგან თავდაღუნული გამოდის და ასევე შედის... ვინ, იცის მასაც ფსიქოლოგიურას არაჯანსაღი ვგონივარ...
 ყველას უფიქრია სუიციდზე! ზოგს გაურისკავს კიდეც განსჯის მერე. ისინი ყველაზე ძლიერნი არიან, თითქმის გმირებიც. მე... ეს მაშინ გავაკეთე როცა სულ არ მქონდა გააზრებული და ახლა, როცა ჩემი სურვილი სიკვდილის, წლებს ითვლის, აღარ შემიძლია. 
  გარეთ კი ჩემზე ამბობენ, რომ მე ცოტა ვერ ვარ, შიგნით კი ჩემ დას ყოველ ღამე მოაქვს გამოწერილად წამლები, ანუ აქაც ცოტა ვერ ვარ...

ნიო ტატალაშვილი
10.08.19
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი